ავტორიზაცია

შევჩენკო: "ეს საშინელ სიზმარს ჰგავს, ასე მგონია, ხვალ გავიღვიძებ და ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდები..."

შევჩენკო: "ეს საშინელ სიზმარს ჰგავს, ასე მგონია, ხვალ გავიღვიძებ და ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდები..."
თარიღი 09 მარ 2022, 21:30

უკრაინის ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ანდრეი შევჩენკო ქვეყანაში შექმნილ ვითარებას ეხმაურება.

"ეს საშინელ სიზმარს ჰგავს, ასე მგონია, ხვალ გავიღვიძებ და ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდები. მაგრამ მესმის, რომ ეს არ მოხდება... ეს რეალობაა".

"უკრაინას სურს იყოს ევროპის ნაწილი, ეს იყო ჩვენი გადაწყვეტილება. ზელენსკი დიდებული პრეზიდენტია, რომელიც თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ მიგვიძღვის", - თქვა "მილანისა" და "ჩელსის" ექს-ფეხბურთელმა Rai 3-თან ინტერვიუში.

მოგეხსენებათ, რუსეთმა 24 თებერვალს უკრაინას ომი ოფიციალურად გამოუცხადა და უკვე მე-14 დღეა საომარი მოქმედებები მიმდინარეობს.

მსოფლიოს ყველაზე დიდმა სახელმწიფომ უკრაინის თითქმის ყველა დიდ ქალაქს შეუტია და დედაქალაქის, კიევის აღებას ცდილობს.

აქვე შეგახსენებთ, საქართველოს ტერიტორიის 20% სწორედ რუსეთის მიერაა ოკუპირებული.