ავტორიზაცია

ინტერში სიმონე ინძაგის მომავალი პრაქტიკულად გადაწყვეტილია, დეტალებიც გაირკვა

ინტერში სიმონე ინძაგის მომავალი პრაქტიკულად გადაწყვეტილია, დეტალებიც გაირკვა
თარიღი 09 მარ 2022, 21:38

"ინტერის" მთავარი მწვრთნელი, სიმონე ინძაგი კლუბთან ახალ კონტრაქტს მოაწერს ხელს, გაუმჯობესებული პირობებით.

აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport-ი ავრცელებს.

45 წლის სპეციალისტს "ნერაძური" ხელშეკრულების 2024 წლამდე გახანგრძლივებას შესთავაზებს, თანამშრომლობის კიდევ ერთი სეზონით გაგრძელების შესაძლებლობით.

"ინტერში" ინძაგის წლიური ხელფასი 4,5 მილიონი ევროდან 5 მილიონამდე გაიზრდება. აგრეთვე, კონტრაქტში გათვალისწინებული იქნება ბონუსებიც.

როგორც იწერება, მილანური გრანდის პრეზიდენტს, სტივენ ჯანს იტალიელთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს და მისი მუშაობით კმაყოფილია.

მოგეხსენებათ, ინძაგი "ნერაძურის" სათავეში გასულ ზაფხულს ჩაუდგა და 2023 წლის 30 ივნისამდე გათვლილ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.