ავტორიზაცია

მიზეზი, რის გამოც კრისტენსენმა ბარსელონა აირჩია, მიუხედავად სხვა კლუბების უკეთესი წინადადებებისა

მიზეზი, რის გამოც კრისტენსენმა ბარსელონა აირჩია, მიუხედავად სხვა კლუბების უკეთესი წინადადებებისა
თარიღი 09 მარ 2022, 21:58

უკეთესი შეთავაზებების მიუხედავად, "ჩელსის" ცენტრალურმა მცველმა, ანდრეას კრისტენსენმა "ბარსელონაში" გადასვლა გადაწყვიტა, წერს ცნობილი ესპანური გამოცემა Diario Sport-ი.

დანიელის მამისთვის და აგენტისთვის, სტენ კრისტენსენისთვის სასურველი ვარიანტი "არისტოკრატებთან" კონტრაქტის გახანგრძლივება იყო. ლონდონელები მზად იყვნენ თანამშრომლობის გაგრძელებისთვის დიდი ბონუსიც გადაეხადათ, მაგრამ შეთანხმება მაინც ვერ შედგა.

აგრეთვე, განიხილებოდა პრემიერ ლიგის სხვა კლუბში ან "ბაიერნში" გადასვლის ვარიანტებიც.

ფინანსურად "ბარსელონას" შეთავაზება არცთუ ისე მიმზიდველი იყო, მაგრამ 25 წლის უკანახაზელი მაინც დააინტერესა. მას ხავის პროექტი და მსოფლიო ფეხბურთში "ბარსას" მნიშვნელობა მოსწონს.

მიმდინარე სეზონში კრისტენსენმა, რომელიც "ჩელსის" ღირსებას 2015 წლის ზაფხულიდან იცავს, ყველა ტურნირზე ერთად 26 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემა გააკეთა.