ფორვარდი, რომელსაც რეალი და ბარსელონა მბაპესა და ჰოლანდის ალტერნატივად განიხილავენ
მადრიდის "რეალი" და კატალონიის "ბარსელონა" ავსტრიული "ზალცბურგის" თავდამსხმელ კარიმ ადეიემით ინტერესდებიან.
როგორც ავტორიტეტული გამოცემა Goal.com-ი იტყობინება, ესპანური გრანდები 20 წლის გერმანელს კილიან მბაპესა ("პსჟ") და ერლინგ ჰოლანდის ("დორტმუნდი") ალტერნატივად განიხილავენ.
ასე და ამგვარად, "სამეფო კლუბი" და "ბლაუგრანა" ფრანგი და ნორვეგიელი სუპერვარსკვლავების ტრანსფერების ჩაშლის შემთხვევაში ადეიემისთვის იბრძოლებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, "ზალცბურგის" ახალგაზრდა შემტევის ტრანსფერი მის ახალ კლუბს დაახლოებით 40 მილიონი ევრო დაუჯდება.
როგორც აღინიშნება, ადეიემით "დორტმუნდიცაა" დაინტერესებული. კარიმისადმი ყურადღება აქამდე მიუნხენის "ბაიერნმაც" გამოიჩინა.
მიმდინარე სეზონში ავსტრიული კლუბის თავდამსხმელმა ყველა ტურნირზე ერთად 34 მატჩი ჩაატარა, 19 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი პასიც გააკეთა.