ავტორიზაცია

ლაპორტა: "ბარსელონას ადამას შესყიდვა უნდა, მაგრამ კლუბი რთულ ფინანსურ მდგომარეობაშია"

ლაპორტა: "ბარსელონას ადამას შესყიდვა უნდა, მაგრამ კლუბი რთულ ფინანსურ მდგომარეობაშია"
თარიღი 09 Mar 2022, 22:50

"ბარსელონას" პრეზიდენტი, ჟოან ლაპორტა არ არის დარწმუნებული იმაში, რომ კატალონიური გრანდი გარემარბ ადამა ტრაორეს კონტრაქტის შესყიდვას შეძლებს.

მოგეხსენებათ, "ბლაუგრანას" აღზრდილის სატრანსფერო უფლებები "ვულვერჰემპტონს" ეკუთვნის და "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ღირსებას ამჟამად იჯარით იცავს.

აღსანიშნავია, რომ "ბარსას" 26 წლის ესპანელი შემტევის შესყიდვა 30 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუძლია.

"მის დარჩენას ვისურვებდით და ეს შესაძლებელია, თუმცა რთულ ფინანსურ მდგომარეობაში ვართ".

"სეზონის ბოლოს ვნახოთ", - ციტირებს კატალონიელთა პრეზიდენტის სიტყვებს გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო.

მიმდინარე სეზონში ადამამ "ბარსას" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად უკვე 7 მატჩის ჩატარება მოასწრო და თავი 4 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.