ავტორიზაცია

VIDEO: ეს არის რეალი! - ბენზემას ჰეტ-ტრიკმა პსჟ კვლავ ჩემპიონთა ლიგის გარეშე დატოვა

თარიღი 10 მარ 2022, 02:08

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საპასუხო დაპირისპირებაში მადრიდის "რეალმა" "სანტიაგო ბერნაბეუზე" მიიღო "პარი სენ-ჟერმენი", რომელიც ანგარიშით 3:1 დაამარცხა.

შეგახსენებთ, პირველი შეხვედრა დასრულდა "პსჟ"-ს მოგებით, ანგარიშით 1:0. პარიზელებმა ანგარიში ამ თამაშშიც გახსნეს, ისევ კილიან მბაპეს ეფექტური თამაშის დამსახურებით.

მეორე ტაიმში კი დაიწყო "სამეფო კლუბის" ჯადოქრობა - ჰეტ-ტრიკი კარიმ ბენზემასგან, დემორალიზებული "ლურ-წითლები" და საოცარი სიხარული "ბერნაბეუზე". "ბლანკოსი" 1/4 ფინალშია!