ავტორიზაცია

ანჩელოტი პსჟ-სთან 3:1-ზე: "ბედნიერები ვართ, რეალმა ურთულესი მატჩი მოიგო"

ანჩელოტი პსჟ-სთან 3:1-ზე: "ბედნიერები ვართ, რეალმა ურთულესი მატჩი მოიგო"
თარიღი 10 მარ 2022, 10:48

"რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/8 ფინალურ მატჩში "პსჟ"-ს (3:1) დამარცხების შემდეგ განცხადება გააკეთა.

"ძალიან რთული მატჩი მოვიგეთ, თამაში განსაკუთრებით მბაპეს გოლის შემდეგ გაძნელდა", - ციტირებს იტალიელი სპეციალისტის სიტყვებს Marca.

"ვცდილობდით, მაღალი პრესინგისთვის მიგვემართა, როგორც ამას ვარჯიშებზე ვაკეთებთ და ასე გავიდა პირველი გოლი. გულშემატკივრებმა წინ წასვლისკენ მოგვიწოდეს, ჩვენ კი უფრო და უფრო მეტ მომენტს ვქმნიდით. ბედნიერები ვართ".

"მატჩი ენერგიულად დავიწყეთ, მაგრამ შემდეგ "პსჟ"-მ პრესინგით სირთულეები შეგვიქმნა. ცოტა გავწვალდით, მაგრამ ნორმალურია. მბაპეს ერთი-ერთზე ვტოვებდით და ამით ვრისკავდით, ცხოვრება გაგვირთულა", - დასძინა ანჩელოტიმ.

შეგახსენებთ, მადრიდულმა გრანდმა პარიზელები ორი მატჩის ჯამში ანგარიშით 3:2 (პირველი მატჩი - 0:1) დაამარცხა და 1/4 ფინალში გავიდა.