ავტორიზაცია

პოჩეტინო: "2022 წელს მსგავსი რამ დაუშვებელია, სირცხვილია! დონარუმაზე ჯარიმა იყო"

პოჩეტინო: "2022 წელს მსგავსი რამ დაუშვებელია, სირცხვილია! დონარუმაზე ჯარიმა იყო"
თარიღი 10 Mar 2022, 02:44

„რეალთან“ მატჩის შემდეგ მაურისიო პოჩეტინო მსაჯობით უკმაყოფილო დარჩა.

61-ე წუთზე კარიმ ბენზემამ „პსჟ-ს“ გოლკიპერი ჯიჯიო დონარუმა აიძულა შეცდომა დაეშვა, რასაც ვინისიუსის ასისტი და ფრნაგის გოლი მოჰყვა. 

არბიტრმა დანი მაკკელიმ ჩათვალა, რომ ბენზემას ამ ეპიზოდში თამაშის წესი არ დაურღვევია და გოლი ჩათვალა.

„როგორი სირცხვილია, დონარუმაზე ჯარიმა იყო. ასეთ დიდ შეცდომაზე გაჩუმება არ შეიძლება. დაუშვებელია, რომ მსგავსი რამ 2022 წელს ხდებოდეს.“ - აღნიშნა პარიზელთა მწვრთნელმა.