დღევანდელი ჰეთ-ტრიკით ბენზემა რეალის ისტორიაში ორი უნიკალური მიღწევით შევიდა
კარიმ ბენზემა „რეალის“ ისტორიაში მესამე საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
ფრანგმა ფორვარდმა „პსჟ-ს“ კარში ჰეთ-ტრიკი (3:1) გაიფორმა და თავისი გუნდი მეოთხედფინალში გაიყვანა.
ამ სამი გოლით ბენზემას „რეალის“ მაისურით 309 გოლი დაუგროვდა და მან ლეგენდარულ ალფრედო დი სტეფანოს გადაუსწრო, რომელსაც „ბლანკოსში“ 308 გოლი ჰქონდა გატანილი.
კარიმზე წინ ამჟამად მხოლოდ რაული (323 გოლი) და კრიშტიანუ რონალდუ (450) არიან.
გარდა ამისა, ბენზემა „რეალის“ მაისურით ჩემპიონთა ლიგაზე გატანილი გოლებით ყველა დროის მეორე საუკეთესო ბომბარდირი გახდა 67 გოლით, აქამდე, ეს წოდება რაულს ეკავა (66).
პირველ ადგილს კი, როგორც ხვდებით, რონალდუ იკავებს - 105 გატანილი გოლით.