ავტორიზაცია

ყოფილი ესპანელი არბიტრი: "ბენზემასა და დონარუმას შორის კონტაქტი იყო, მაგრამ არასაკმარისი ჯარიმის დასანიშნად"

ყოფილი ესპანელი არბიტრი: "ბენზემასა და დონარუმას შორის კონტაქტი იყო, მაგრამ არასაკმარისი ჯარიმის დასანიშნად"
თარიღი 10 Mar 2022, 10:59

ყოფილი ესპანელი არბიტრი, პაველ ფერნანდესი მიიჩნევს, რომ "რეალის" თავდამსხმელს, კარიმ ბენზემას "პსჟ"-ს გოლკიპერ ჯანლუიჯი დონარუმაზე თამაშის წესი არ დაურღვევია.

ფერნანდესმა ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდელებსა და პარიზელებს (3:1) შორის გამართულ საპასუხო 1/8 ფინალურ შეხვედრაში დაფიქსირებულ ეპიზოდზე გააკეთა კომენტარი.

საუბარია ფრანგი ფორვარდის პირველ გოლზე, რომელიც იტალიელი მეკარის უხეშ შეცდომას მოჰყვა.

"ბენზემასა და დონარუმას შორის კონტაქტი იყო, მაგრამ არასაკმარისი ჯარიმის დასაფიქსირებლად", - თქვა ფერნანდესმა Radio Marca-ს ეთერში.

შეგახსენებთ, მადრიდულმა გრანდმა პარიზელები ორი მატჩის ჯამში ანგარიშით 3:2 (პირველი მატჩი - 0:1) დაამარცხა და 1/4 ფინალში გავიდა.