ავტორიზაცია

"ჯარიმა იყო, მაგრამ VAR-ი ვერ ჩაერეოდა", - ყოფილმა მსაჯმა ბენზემასა და დონარუმას ეპიზოდი შეაფასა

"ჯარიმა იყო, მაგრამ VAR-ი ვერ ჩაერეოდა", - ყოფილმა მსაჯმა ბენზემასა და დონარუმას ეპიზოდი შეაფასა
თარიღი 10 Mar 2022, 11:10

ედუარდო იტურალდე გონსალესმა ჩემპიონთა ლიგაზე "რეალსა" და "პსჟ"-ს (3:1) შორის გამართული მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

ყოფილმა ესპანელმა მსაჯმა პარიზელთა გოლკიპერ ჯანლუიჯი დონარუმასა და მადრიდელთა ფორვარდ კარიმ ბენზემას მომენტი შეაფასა, რის შედეგადაც მასპინძლებმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს.

"ბენზემამ გოლი გაიტანა, მაგრამ ეს ჯარიმაა", - ციტირებს სახელგანთქმული არბიტრის სიტყვებს AS-ი.

"რა თქმა უნდა, ეს არ არის VAR-ის მომენტი. მსაჯს რომ ჯარიმა დაეფიქსირებინა, VAR-ი ვერ ჩაერეოდა. აშკარა ეპიზოდი არ არის, ამიტომაც VAR-ის კომპეტენციას სცილდება", - დასძინა ექს-რეფერიმ.

შეგახსენებთ, მადრიდულმა გრანდმა პარიზელები ორი მატჩის ჯამში ანგარიშით 3:2 (პირველი მატჩი - 0:1) დაამარცხა და 1/4 ფინალში გავიდა.