ავტორიზაცია

ვალდანო: "რა დიდი კლუბია რეალი! შთაგონებულ მბაპეს ეს საღამო ბენზემამ წაართვა"

ვალდანო: "რა დიდი კლუბია რეალი! შთაგონებულ მბაპეს ეს საღამო ბენზემამ წაართვა"
თარიღი 10 მარ 2022, 11:27

"რეალის" ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ხორხე ვალდანომ ჩემპიონთა ლიგაზე "პსჟ"-სთან (3:1) გამართული საპასუხო 1/8 ფინალური მატჩის შედეგი შეაფასა.

მოგეხსენებათ, მადრიდულმა გრანდმა პარიზელები ორი შეხვედრის ჯამში 3:2 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.

"როგორი დიდია "რეალი"! ვიცოდით, რომ გოლს მატჩის ემოციური სცენარის შეცვლა შეეძლო და ეს მოხდა კიდეც".

"ბენზემამ შთაგონებულ მბაპეს ეს საღამო წაართვა. გულშემატკივრებმაც დიდი როლი ითამაშეს", - ციტირებს ვალდანოს სიტყვებს Marca.

მოგეხსენებათ, აღნიშნულ მატჩში ანგარიში კილიან მბაპემ გახსნა, რასაც ბენზემამ ჰეთ-თრიქით უპასუხა.