"პსჟ-ს ხელმძღვანელები ოთახში შემოვარდნენ და კარი გადაკეტეს", - არბიტრის მატჩისშემდგომი მოხსენება
"რეალისა" და "პსჟ"-ს მატჩის მთავარმა არბიტრმა მოხსენებაში სტუმართა ხელმძღვანელების აგრესიული ქცევა აღნიშნა.
ჩემპიონთა ლიგაზე გამართული საპასუხო 1/8 ფინალური მატჩის შემდეგ, რომელიც მადრიდული გრანდის (3:1) გამარჯვებით დასრულდა, დანი მაკელიმ უეფას საჩივრით მიმართა.
"პსჟ"-ს პრეზიდენტი (ნასერ ალ ხელაიფი) და ტექნიკური დირექტორი (ლეონარდო) აგრესიულად იქცეოდნენ და მსაჯის ოთახში შეღწევას ცდილობდნენ".
"როცა არბიტრმა მათ წასვლა სთხოვა, კარი გადაკეტეს, პრეზიდენტმა კი ერთ-ერთი ასისტენტის დროშას დაარტყა და გატეხა", - ნათქვამია მატჩისშემდგომ ანგარიშში.
როგორც აღინიშნება, პარიზელთა ხელმძღვანელები უკმაყოფილონი დარჩნენ იმით, რომ მსაჯმა ჯანლუიჯი დონარუმაზე თამაშის წესის დარღვევა არ დააფიქსირა, რასაც კარიმ ბენზემას პირველი გოლი მოჰყვა.