ავტორიზაცია

სრული განუკითხაობა პსჟ-ს გასახდელში — რეალთან მატჩის შემდეგ, ნეიმარმა და დონარუმამ კინაღამ იჩხუბეს

სრული განუკითხაობა პსჟ-ს გასახდელში — რეალთან მატჩის შემდეგ, ნეიმარმა და დონარუმამ კინაღამ იჩხუბეს
თარიღი 10 მარ 2022, 13:04

"რეალთან" მარცხის შემდეგ, "პსჟ"-ს გასახდელში ნეიმარსა და ჯანლუიჯი დონარუმას შორის კონფლიქტი მოხდა.

მოგეხსენებათ, პარიზული გუნდი საპასუხო 1/8 ფინალურ მატჩში მადრიდელებთან 1:3 დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა.

ფეხბურთელებმა სერიოზულად იკამათეს. კერძოდ, ერთმანეთს მოედანზე დაშვებულ შეცდომებს საყვედურობდნენ.

ბრაზილიელის აზრით, დონარუმა მადრიდელთა პირველი გოლის ეპიზოდში შეცდა. იტალიელმა კი ნეიმარს განუცხადა, რომ "რეალის" მეორე გოლის მის შეცდომას მოჰყვა.

კონფლიქტი კინაღამ ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. სიტუაცია პარიზელთა სხვა ფეხბურთელებმა განმუხტეს, რომლებიც იმ მომენტში იქ იმყოფებოდნენ.