ავტორიზაცია

ოფიციალურად: აბრამოვიჩს დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა და ჩელსის ვეღარ გაყიდის

ოფიციალურად: აბრამოვიჩს დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა და ჩელსის ვეღარ გაყიდის
თარიღი 10 Mar 2022, 14:05

დიდმა ბრიტანეთმა რომან აბრამოვიჩის წინააღმდეგ სანქციები გამოაცხადა. ამის შესახებ მთავრობის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

ასე და ამგვარად, ქვეყანაში რუსი ბიზნესმენის აქტივები გაყინულია.

ვინაიდან აბრამოვიჩი სანქცირებულია, ფაქტობრივად "ჩელსის" გაყიდვა დაიბლოკა.

მიუხედავად ამისა, ლონდონურმა კლუბმა საფეხბურთო საქმიანობის გასაგრძელებლად სპეციალური ლიცენზია მიიღო.

აბრამოვიჩმა 2 მარტს დაადასტურა, რომ "ჩელსის" ყიდის. აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, ბიზნესმენმა რამდენიმე წინადადება მიიღო, მაგრამ ყველა მათგანი 3 მილიარდ ფუნტზე ნაკლებს შეადგენდა.

მოგეხსენებათ, რუსეთმა 24 თებერვალს უკრაინას ომი ოფიციალურად გამოუცხადა და უკვე მე-14 დღეა საომარი მოქმედებები მიმდინარეობს.

მსოფლიოს ყველაზე დიდმა სახელმწიფომ უკრაინის თითქმის ყველა დიდ ქალაქს შეუტია და დედაქალაქის, კიევის აღებას ცდილობს.

აქვე შეგახსენებთ, საქართველოს ტერიტორიის 20% სწორედ რუსეთის მიერაა ოკუპირებული.