ავტორიზაცია

BREAKING: რა შეზღუდვები დაუწესდება ჩელსის აბრამოვიჩის სანქციების გამო?

BREAKING: რა შეზღუდვები დაუწესდება ჩელსის აბრამოვიჩის სანქციების გამო?
თარიღი 10 Mar 2022, 14:24

რომან აბრამოვიჩის წინააღმდეგ გამოცხადებული სანქციები სატრანსფერო ფანჯარაზე "ჩელსის" მუშაობას შეზღუდავს.

ასე და ამგვარად, როგორც ბრიტანულ მედიაში იწერება, ლონდონურ კლუბს ტრანსფერების განხორციელება და ფეხბურთელებთან კონტრაქტის გახანგრძლივება ეკრძალება.

მიუხედავად ამ შეზღუდვებისა, "არისტოკრატებს" უფლება აქვთ კლუბის ყველა თანამშრომელს ხელფასი გადაუხადონ, ფეხბურთელებისა და მწვრთნელების ჩათვლით.

მოგეხსენებათ, ზაფხულში "ჩელსისთან" ხელშეკრულების ვადა სესარ ასპილიკუეტას, ანტონიო რუდიგერსა და ანდრეას კრისტენსენს ეწურებათ. 2023 წლამდეა გათვლილი მარკოს ალონსოს, ტიაგო სილვას, ჟორჟინიოს, როს ბარკლისა და ნგოლო კანტეს კონტრაქტები.

დიდმა ბრიტანეთმა რუს ბიზნესმენს საქციები ოფიციალურად დღეს დაუწესა, ქვეყანაში მისი აქტივები გაყინულია და შესაბამისად, ვეღარც კლუბის გაყიდვას მოახერხებს.

გარდა ამისა, "ჩელსი" საშინაო მატჩებზე ბილეთებსაც ვეღარ გაყიდის და "სტემფორდ ბრიჯზე" მისვლა მხოლოდ იმ გულშემატკივრებს შეეძლებათ, რომლებსაც სეზონური აბონიმენტები აქვთ შეძენილი. დაიხურა საკლუბო მაღაზიაც.

ოფიციალურად: აბრამოვიჩს დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა და ჩელსის ვეღარ გაყიდის