ავტორიზაცია

ბაიერნი ზაფხულში მარჯვენა მცველის ყიდვას აპირებს და ორი კანდიდატი უკვე შერჩეული ჰყავს

ბაიერნი ზაფხულში მარჯვენა მცველის ყიდვას აპირებს და ორი კანდიდატი უკვე შერჩეული ჰყავს
თარიღი 10 მარ 2022, 15:14

"ბაიერნის" ხელმძღვანელობა მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ დაცვის ხაზის მარჯვენა ფლანგის გაძლიერებას გეგმავს, წერს Goal.com-ი, SportBild-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

გავრცელებული ინფორმაციით, მიუნხენური გრანდი ნუსაირ მაზრაუისა ("აიაქსი") და დენზელ დამფრისის ("ინტერი") მიმართ იჩენს ინტერესს.

როგორც აღინიშნება, ზემოთნახსენები ფეხბურთელები "რეკორდმაისტერის" შორტ ლისტში ტოპ კანდიდატები არიან.

25 წლის დამფრისს "ნერაძურისთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 2025 წლამდე აკავშირებს, ხოლო 24 წლის მაზრაუი ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება და შესაძლოა, ამსტერდამული კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს.

მიმდინარე სეზონში ჰოლანდიელმა მცველმა "ინტერის" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 35 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 6 შედეგიანი გადაცემა გააკეთა, ხოლო მაროკოელმა "აიაქსის" ღირსება 28 შეხვედრაში დაიცვა, მეტოქის კარი 5-ჯერ აიღო და 4 ასისტიც მიითვალა.