დონარუმა: "პსჟ-ში გადმოსვლა და ამ კლუბთან ერთად ისტორიის შექმნა ბუფონმა მირჩია"

"პარი სენ ჟერმენის" გოლკიპერმა, ჯანლუიჯი დონარუმამ განაცხადა, რომ პარიზულ კლუბში გადასვლა ლეგენდარულმა ჯანლუიჯი ბუფონმა ურჩია.
"ჯანლუიჯი ბუფონმა მირჩია აქ გადმოსვლა და ამ კლუბთან ერთად ისტორიის შექმნა", - ციტირებს 23 წლის იტალიელის სიტყვებს Get French Football News-ი.
"არჩევანის გაკეთებაში დამეხმარა და მისით ძალიან კმაყოფილი ვარ. "პსჟ"-ს ჩემი დამატება დაჟინებით უნდოდა. ასე რომ, ჩემი ბედი აქ გადმოსვლა იყო".
"ძალიან ვამაყობ, რომ ამჟამად ამ კლუბის ნაწილი ვარ", - დასძინა პარიზელთა კარის დარაჯმა.
შეგახსენებთ, დონარუმა "პსჟ"-ს გასულ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, "მილანთან" კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ.