ავტორიზაცია

ოფიციალურად: რუბინიდან ლიდერები მიდიან - გუნდი 2-მა ლეგიონერმა დატოვა

ოფიციალურად: რუბინიდან ლიდერები მიდიან - გუნდი 2-მა ლეგიონერმა დატოვა
თარიღი 11 Mar 2022, 17:45

ყაზანის რუბინთან დანიელმა ნახევარმცველმა ანდერს დრეიერმა და მონტენეგროელმა შემტევმა სეად ჰაკსაბანოვიჩმა კონტრაქტი შეაჩერეს.

ამის შესახებ ინფორმაციას ყაზანური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება და წერენ, რომ მხარეებს შორის 2022 წლის ივნისამდე კონტრაქტი გაყინულია.

ფიფამ მიიღო ახალი წესი, რომლის თანახმადაც რუსეთში მოთამაშე ლეგიონერებს ცალმხრივი სურვილით შეუძლიათ გუნდიდან წასვლა. ჯერჯერობით, ხვიჩა კვარაცხელიას მომავალზე სიტუაცია უცნობია.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ურალი ქართველმა ნახევარმცველმა ლუკა გაგნიძემ უკვე ოფიციალურად დატოვა.