ავტორიზაცია

"5-ჯერ შევხვდი და 4 გოლი გამიტანა", - ფორვარდი, რომლის წინააღმდეგ თამაშიც რამსდეილს ყველაზე მეტად სძულს

"5-ჯერ შევხვდი და 4 გოლი გამიტანა", - ფორვარდი, რომლის წინააღმდეგ თამაშიც რამსდეილს ყველაზე მეტად სძულს
თარიღი 11 მარ 2022, 18:45

"არსენალის" გოლკიპერმა, აარონ რამსდეილმა დაასახელა ფეხბურთელი, რომლის წინააღმდეგ თამაში სძულს.

ასე და ამგვარად, "მეთოფეთა" 23 წლის ინგლისელმა კარის დარაჯმა "ლესტერის" თავდამსხმელი, ჯეიმი ვარდი გამოარჩია.

"ყველაზე მეტად ჯეიმი ვარდის წინააღმდეგ თამაში მეზიზღება. ეს ბიჭი გაუჩერებლად დარბის".

"მასთან ერთად თამაშს ვისურვებდი და მის წინააღმდეგ ასპარეზობა მეზიზღება. ერთმანეთს 5-ჯერ შევხვდით და 4 გოლი გამიტანა", - ციტირებს "არსენალის" კიპერის სიტყვებს Daily Mail-ი.

შეგახსენებთ, პრემიერ ლიგის 29-ე ტურის ეგიდით, ლონდონელები სწორედ ვარდის "ლესტერს" დაუპირისპირდებიან. მატჩი 13 მარტს გაიმართება და თბილისის დროით 20:30 საათზე აიღებს სტარტს.