რა გეგმები აქვთ ასტონ ვილას ბოსებს კოუტინიოს თაობაზე და რა პოზიცია უკავია ჯერარდს?
"ასტონ ვილას" შემტევი ნახევარმცველის, ფილიპე კოუტინიოს შენარჩუნება სურს, იტყობინება გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო.
მოგეხსენებათ, ბრაზილიელის სატრანსფერო უფლებები "ბარსელონას" ეკუთვნის, პრემიერ ლიგაში იგი სეზონის ბოლომდე იჯარით გადავიდა. ბირმინგემელებს ფილიპეს კონტრაქტის შესყიდვა 40 მილიონ ევროდ შეუძლიათ.
გუნდის მთავარ მწვრთნელს, სტივენ ჯერარდს უნდა, რომ 29 წლის ნახევარმცველი მისი გუნდის სრულფასოვანი წევრი გახდეს.
თუმცა, "ვილას" ხელმძღვანელობა კოუტინიოს მომავალზე საბოლოო გადაწყვეტილებას მინიმუმ მაისამდე არ მიიღებს. თავის მხრივ, "ბარსა" ზაფხულში მის გაყიდვას აპირებს.
მიმდინარე სეზონში ფილიპემ ბირმინგემელთა მაისურით პრემიერ ლიგაში უკვე 8 მატჩის ჩატარება მოასწრო, 4 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი პასიც მიითვალა.