ავტორიზაცია

ხავი ჰოლანდის შესაძლო ტრანსფერზე: "არ მეგულება ფეხბურთელი, რომელმაც ბარსელონას უარი უთხრა"

ხავი ჰოლანდის შესაძლო ტრანსფერზე: "არ მეგულება ფეხბურთელი, რომელმაც ბარსელონას უარი უთხრა"
თარიღი 11 მარ 2022, 19:47

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ხავიმ კატალონიურ გრანდში "დორტმუნდის" ფორვარდის, ერლინგ ჰოლანდის გადასვლის შანსები შეაფასა.

"არ მეგულება ფეხბურთელი, რომელმაც "ბარსელონას" უარი უთხრა", - ციტირებს "ლურჯ-ბროწეულისფერთა" დამრიგებლის სიტყვებს გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო.

"თუ ფეხბურთელთან კომუნიკაციის შესაძლებლობა არსებობს, მას უნდა მოუყვე იმის შესახებ, რა ხდება გუნდში, როგორ თამაშობს, ვარჯიშობს".

"უნდა გავაგებინოთ, რომ "ბარსა" მსოფლიოს საუკეთესო კლუბია, ხოლო ქალაქი მშვენიერი", - დასძინა ხავიმ.

ცნობისთვის, 21 წლის ნორვეგიელ სუპერვარსკვლავს "დორტმუნდთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 2024 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს, თუმცა ხელშეკრულებაში დევს პუნქტი, რომლის თანახმადაც მომავალ ზაფხულს მისი შეძენა ნებისმიერ მსურველ კლუბს 75 მილიონ ევროდ შეეძლება.

მიმდინარე სეზონში ჰოლანდმა ბორუსიელთა მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 20 მატჩი ჩაატარა, 23 გოლი გაიტანა და 6 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.