ავტორიზაცია

"გაგვიხარდება? არა. გვეწყინება? დიახ", - ტუხელმა ჩელსიდან კრისტენსენის წასვლა პრაქტიკულად დაადასტურა

"გაგვიხარდება? არა. გვეწყინება? დიახ", - ტუხელმა ჩელსიდან კრისტენსენის წასვლა პრაქტიკულად დაადასტურა
თარიღი 11 მარ 2022, 19:52

"ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ მცველ ანდრეას კრისტენსენის შესაძლო წასვლაზე კომენტარი გააკეთა.

"უნდა გვახსოვდეს, რომ "ჩელსიდან" მისი წასვლის ალბათობა არსებობს", - ციტირებს გერმანელი სპეციალისტის სიტყვებს ჟურნალისტი, ჯეიმს ოლი.

"გაგვიხარდება? არა. გვეწყინება? დიახ", - დასძინა "არისტოკრატთა" დამრიგებელმა.

როგორც აქამდე გახდა ცნობილი, 25 წლის დანიელი, დიდი ალბათობით, კარიერას "ბარსელონაში" გააგრძელებს.

კრისტენსენს "ჩელსისთან" მოქმედი ხელშეკრულების ვადა მომავალ ზაფხულს ეწურება და კატალონიურ გრანდს უფასოდ შეუერთდება.