ავტორიზაცია

"ბარსელონა ევროპა ლიგის მოგების ფავორიტი არ არის", - ხავიმ სხვა კლუბი გამოარჩია

"ბარსელონა ევროპა ლიგის მოგების ფავორიტი არ არის", - ხავიმ სხვა კლუბი გამოარჩია
თარიღი 11 მარ 2022, 20:11

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ხავიმ მიმდინარე სეზონში ევროპა ლიგის მოგების შანსები შეაფასა.

"ჩვენს გუნდს ერთ-ერთ ფავორიტად არ ვთვლი. ეს ტურნირი არასოდეს მოგვიგია. "სევილია" უფრო აშკარა ფავორიტია", - ციტირებს კატალონიელთა დამრიგებლის სიტყვებს Mundo Deportivo.

"ერთ-ერთი პრეტენდენტი ვართ და ეს მოედანზე უნდა დავამტკიცოთ. "ბარსელონა" ენთუზიაზმით სავსეა. ჩვენთვის თითოეული მატჩი გამოცდაა, მაგრამ ჯერ არაფრისთვის არ მიგვიღწევია. მუშაობა უნდა გავაგრძელოთ".

"ჩვენს წინაშე ორი ამოცანაა. პირველი - ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრა. შეგვიძლია ამ მიზანს ევროპა ლიგის მოგებით ან ლა ლიგაში წარმატებული ასპარეზობით მივაღწიოთ".

"ევროპა ლიგის მოგება ჩვენი ოცნებაა, მაგრამ ლა ლიგაში ასპარეზობა აჩვენებს შენს ადგილს სეზონის ბოლოს. ორივე ტურნირზე გვაქვს დავალებები", - დასძინა ხავიმ.