ავტორიზაცია

"მესი და რონალდუ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები აღარ არიან", - ნევილმა სხვა 4 ფეხბურთელი გამოარჩია

"მესი და რონალდუ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები აღარ არიან", - ნევილმა სხვა 4 ფეხბურთელი გამოარჩია
თარიღი 11 მარ 2022, 20:20

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა კაპიტანმა, გარი ნევილმა ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა.

"შეიძლება იყოს მცირე გამონათებები, თუმცა, ცხადია, რონალდუ და მესი კარიერის დასასრულს უახლოვდებიან. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბუცებს ლურსმანზე სეზონის ბოლოს ჩამოკიდებენ. რონალდუს და მესის შეუძლიათ კიდევ 3-4 წელი ითამაშონ, რადგან მათი ფიზიკური შესაძლებლობების შესახებ ვიცით".

"სიტყვა "ჩავარდნა" არასწორია, რადგან ორ უდიდეს ფეხბურთელზე ვსაუბრობთ. მაგრამ ცხადია, ისეთი ძლიერები აღარ არიან".

"ახლა, ბოლო წლების განმავლობაში პირველად, როცა ხალხს ეკითხები, თუ რომელი ფეხბურთელის ხილვა სურთ თავიანთ საყვარელ კლუბში, არცერთი მათგანი არ დაგისახელებს მესის ან რონალდუს. ალბათ, მბაპეს, ჰოლანდს, სალაჰს, ლევანდოვსკის დაასახელებენ".

"რონალდუს და მესის არავინ ახსენებს, ეს კი ყველაზე ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ მიუხედავად უმაღლეს დონეზე თამაშისა, ძველ დონეს კარგავენ. მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები აღარ არიან", - ციტირებს ნევილის სიტყვებს Sky Sports-ი.