ავტორიზაცია

"აქვთ თუ არა საჭირო ხასიათი?", - ნევილი მწვრთნელებზე, რომელთა მიწვევასაც მანჩესტერი განიხილავს

"აქვთ თუ არა საჭირო ხასიათი?", - ნევილი მწვრთნელებზე, რომელთა მიწვევასაც მანჩესტერი განიხილავს
თარიღი 09 მარ 2022, 19:22

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა კაპიტანმა, გარი ნევილმა გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის კანდიდატებზე ისაუბრა.

"მოდით, შევხედოთ პოჩეტინოსა და ტენ ჰაგს, რომელთაც მუდმივად ახსენებენ. რაც შეეხება პოჩეტინოს, არც კი ვიცით, შეძლებენ თუ არა "პსჟ"-დან მის გადაბირებას. აქვთ თუ არა "მანჩესტერ იუნაიტედში" მოსასვლელად საჭირო ხასიათი?".

"კლუბის მასშტაბი, პრობლემები, რომლებიც ამჟამად აქვს - გააჩნიათ თუ არა ინდივიდუალობა და ხასიათი, აგრეთვე სხვადასხვა დონეზე მართვისთვის სტრატეგიული დაგეგმვის უნარი?".

"გავლენის მოხდენა, ვარჯიშების დაგეგმვის საკუთარ თავზე აღება, სტადიონის ხელახალი აღდგენა - ის ყველაფერი, რასაც დიდი მწვრთნელი გააკეთებდა. არ ვარ დარწმუნებული იმაში, რომ პოჩეტინოსა და ტენ ჰაგს ეს შეუძლიათ", - ციტირებს ნევილის სიტყვებს Sky Sports-ი.

შეგახსენებთ, "ეშმაკუნებს" ამჟამად რალფ რანგნიკი წვრთნის, რომელსაც კლუბთან მოქმედი კონტრაქტის ვადა მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ეწურება.