ავტორიზაცია

რონალდუს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს და უკვე ორი თვეა ტკივილებით თამაშობს

რონალდუს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს და უკვე ორი თვეა ტკივილებით თამაშობს
თარიღი 11 მარ 2022, 20:30

"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელს, კრიშტიანუ რონალდუს უკვე ორი თვეა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს.

როგორც ცნობილი ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი იტყობინება, პორტუგალიელს უკვე რამდენიმე კვირაა ბარძაყი აწუხებს და ტკივილებით თამაშობს.

"მანჩესტერ სიტისთან" (1:4) გამოტოვებული მატჩის შემდეგ, კრიშტიანუ სამშაბათს "ეშმაკუნებს" დაუბრუნდა, მაგრამ შემდეგ გადაწყდა - უმჯობესია, სრულად არ დაიტვირთოს.

"იუნაიტედში" იზრდება ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ რონალდუ "ტოტენჰემთან" კვირას გასამართ შეხვედრაში ვერ ითამაშებს.

მიმდინარე სეზონში 37 წლის სუპერვარსკვლავმა ყველა ტურნირზე ერთად "ემიუს" მაისურით 31 მატჩი ჩაატარა, 15 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.