ავტორიზაცია

ახალი დეტალები — კოუტინიოს ასტონ ვილაში ტრანსფერისთვის ხელფასის საგრძნობლად შემცირება მოუწევს

ახალი დეტალები — კოუტინიოს ასტონ ვილაში ტრანსფერისთვის ხელფასის საგრძნობლად შემცირება მოუწევს
თარიღი 11 მარ 2022, 20:47

"ბარსელონას" საკუთრებაში მყოფ შემტევ ნახევარმცველს, ფილიპე კოუტინიოს "ასტონ ვილაში" დასარჩენად ხელფასის საგრძნობლად შემცირება მოუწევს.

კატალონიურ გრანდში ბრაზილიელი გადასახადების გადახდამდე წლიურად 25 მილიონ ფუნტს გამოიმუშავებდა. იქამდე, სანამ იგი ბირმინგემულ კლუბში იჯარით თამაშობს, "ასტონ ვილა" მისი ყოველკვირეული ანაზღაურების 25%-ს ფარავს - ფილიპეს ამჟამად კვირაში დაახლოებით 120 ათას ფუნტს უხდიან.

შანსი იმისა, რომ "ვილა" კოუტინიოს იმდენს გადაუხდის, რამდენსაც "ბარსელონაში" იღებდა, ძალიან მცირეა. გუნდში აქამდე ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი ჯეკ გრილიში იყო, რომელიც კლუბში გატარებულ ბოლო სეზონში კვირაში 130 ათას ფუნტს იღებდა.

"ბლაუგრანასთან" კოუტინიოს კონტრაქტი 2023 წლამდეა გათვლილი. ამიტომაც, განიხილება კიდევ ერთი იჯარის შესაძლებლობა.

მიუხედავად ამისა, აღინიშნება, რომ ბირმინგემელთა მფლობელებისთვის მომავალ ზაფხულს ფილიპეს გამოსასყიდი თანხის გადახდა პრობლემა არ იქნება - საუბარია 33,4 მილიონ ფუნტზე.

მიმდინარე სეზონში კოუტინიომ ბირმინგემელთა მაისურით პრემიერ ლიგაში უკვე 8 მატჩის ჩატარება მოასწრო, 4 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი პასიც მიითვალა.