ავტორიზაცია

ხავი: "კუმანზე მხოლოდ კარგის თქმა შემიძლია, მაგრამ მისი სათამაშო სტილის შეცვლა გაგვიჭირდა"

ხავი: "კუმანზე მხოლოდ კარგის თქმა შემიძლია, მაგრამ მისი სათამაშო სტილის შეცვლა გაგვიჭირდა"
თარიღი 11 მარ 2022, 21:19

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ხავიმ კატალონიური გრანდის დამრიგებლის პოსტზე რონალდ კუმანის მიერ გაწეული სამუშაო შეაფასა.

"კუმანისა და პრეზიდენტის ურთიერთობაზე კომენტარის გაკეთება არ მინდა. კუმანს დიდ პატივს ვცემ, ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელი იყო, მისაბაძი მაგალითი. კლუბის ლეგენდაა".

"როგორც "კულე", მისი მადლიერი ვარ იმის გამო, რომ კლუბში რთულ პერიოდში მოვიდა. ახალგაზრდა ფეხბურთელებზე გააკეთა ფსონი. კუმანზე მხოლოდ კარგის თქმა შემიძლია".

"ბევრ ასპექტში ბედნიერი და კმაყოფილი ვარ. კუმანს ჩვენგან განსხვავებული სათამაშო სტილი ჰქონდა და მისი შეცვლა რთული იყო. დრო დაგვჭირდა, მაგრამ ცოტა უკეთესები გავხდით".

"კარგი პერიოდი გვიდგას, კარგი დინამიკა გვაქვს, მაგრამ ჯერ კიდევ არაფრისთვის არ მიგვიღწევია. მიზნები უცვლელია და მათ მისაღწევად უნდა ვიბრძოლოთ", - ციტირებს ხავის სიტყვებს Mundo Deportivo.