ავტორიზაცია

დიბალასთვის ბრძოლაში ორი მთავარი ფავორიტი გამოიკვეთა — AS

დიბალასთვის ბრძოლაში ორი მთავარი ფავორიტი გამოიკვეთა — AS
თარიღი 11 Mar 2022, 22:10

"იუვენტუსის" თავდამსხმელმა, პაულო დიბალამ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე შესაძლოა სამუშაო ადგილი შეიცვალოს.

როგორც ავტორიტეტული ესპანური გამოცემა AS-ი იტყობინება, 28 წლის არგენტინელით "ატლეტიკო" და "ინტერი" არიან დაინტერესებულები.

გავრცელებული ინფორმაციით, დიბალასადმი დიდი სიმპათიითაა განწყობილი "როხიბლანკოს" სპორტული დირექტორი, ანდრეა ბერტა. ბოლო თვეებში მადრიდულ გრანდს ფეხბურთელის გარემოცვასთან კონტაქტი არაერთხელ ჰქონდა.

"ატლეტიკო" პაულოთი უკვე რამდენიმე კვირაა ინტერესდება. 2018 წელს იგი გუნდის მთავარ მწვრთნელ დიეგო სიმეონეს შეხვდა კიდეც.

როგორც აღინიშნება, დიბალას ხელში ჩაგდების ფავორიტები სწორედ "ატლეტიკო" და "ინტერი" არიან, რომლებიც მას 5-წლიან კონტრაქტსა და სეზონში 7,5 მილიონ ევროიან ხელფასს სთავაზობენ.

სამხრეთამერიკელ სუპერვარსკვლავს "ბებერ ქალბატონთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა ზაფხულში ეწურება. აქამდე ცნობილი გახდა, რომ "იუვემ" ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები გადადო, რათა მომავალ მატჩზე გაამახვილოს ყურადღება.

მიმდინარე სეზონში დიბალამ ყველა ტურნირზე ერთად 27 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და 6 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.