ტუხელისადმი ინტერესს, რომელსაც მანჩესტერ იუნაიტედი უკვე დაუკავშირდა, კიდევ 5 კლუბი იჩენს
"მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა "ჩელსის" მთავარ მწვრთნელ ტომას ტუხელით დაინტერესდა.
როგორც ბრიტანულ მედიაში იწერება, ჯერ კიდევ სანქციების დაწესებამდე, "არისტოკრატთა" დამრიგებლისადმი ინტერესს 6 კლუბი იჩენდა და მათ შორის "ეშმაკუნებიც" შედიოდნენ.
"ემიუს" წარმომადგენლები 48 წლის სპეციალისტს დაუკავშირდნენ და სთხოვეს, რომ თუ ლონდონური კლუბიდან წასვლას გადაწყვეტს, მათ აცნობოს.
ამჟამად "იუნაიტედი" სხვა მწვრთნელებზეა კონცენტრირებული. ამ თანამდებობაზე დანიშვნის ფავორიტები მაურისიო პოჩეტინო და ერიკ ტენ ჰაგი არიან.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, "ჩელსის" მფლობელის, რომან აბრამოვიჩის წინააღმდეგ გამოცხადებული სანქციების ფონზე, ტუხელი "ჩელსიდან" წასვლას არ აპირებს.