ავტორიზაცია

სალაჰი ლივერპულთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარს აცხადებს — ფაბრიციო რომანო

სალაჰი ლივერპულთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარს აცხადებს — ფაბრიციო რომანო
თარიღი 11 მარ 2022, 23:21

"ლივერპულის" თავდამსხმელი, მოჰამედ სალაჰი მერსისაიდული კლუბის მიერ შეთავაზებულმა ახალი კონტრაქტის პირობებმა არ დააკმაყოფილა.

აღნიშნულ ინფორმაციას გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

29 წლის ეგვიპტელი და მისი აგენტი "ლივერპულის" წინადადებას არ დათანხმდებიან. მოლაპარაკებები დეკემბრის შემდეგ შეჩერებულია.

თავად სალაჰს დარჩენა უნდა, მაგრამ არა იმ პირობებით, რომელსაც მას ახლა სთავაზობენ.

ცნობისთვის, მო მერსისაიდელთა ღირსებას 2017 წლიდან იცავს და მოქმედი ხელშეკრულება 2023 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.