ავტორიზაცია

"მალე არჩევანს გააკეთებენ" - საბა კვერკველია ესპანეთში ითამაშებს?

"მალე არჩევანს გააკეთებენ" - საბა კვერკველია ესპანეთში ითამაშებს?
თარიღი 12 მარ 2022, 00:52

საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა მცველმა საბა კვერკველიამ შესაძლოა კარიერა ესპანეთის ჩემპიონატში გააგრძელოს.

ამის შესახებ ინფორმაციას estadiodeportivo ავრცელებს და წერენ, რომ ლა ლიგა 2-ის ერთ-ერთ ფავორიტ "ალმერიას" 30 წლის ქართველი მცველის ტრანსფერი სურს.

"უკრაინაში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე საბა კვერკველია თავისუფალი აგენტი გახდა. ალმერია ახლა ქართველ მცველს და შახტარის ფეხბურთელ მარლონს შორის აკეთებს არჩევანს. ესპანური კლუბი ამ ორიდან ერთ-ერთს მალე დაუკავშირდება," - წერს Estadiodeportivo.

საბა კვერკველია 2021 წლის შემოდგომაზე უკრაინულ მეტალისტს შეუერთდა, თუმცა თებერვალში უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო დაწყებული საომარი მოქმედებების გამო უცხოელ ფეხბურთელებს კონტრაქტები გაეყინათ.

ალმერია ესპანეთის მე-2 დივიზიონში 30 ტურის შემდეგ 58 ქულით მე-2 პოზიციაზეა.