ავტორიზაცია

შანსები არსებობს — ლუის სუარესი, ფილიპე კოუტინიო და სტივენ ჯერარდი კვლავ ერთ გუნდში?

შანსები არსებობს — ლუის სუარესი, ფილიპე კოუტინიო და სტივენ ჯერარდი კვლავ ერთ გუნდში?
თარიღი 12 მარ 2022, 11:54

დიდი ალბათობით, "ატლეტიკოს" თავდამსხმელი, ლუის სუარესი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ კლუბს დატოვებს.

35 წლის ურუგვაელს ზაფხულში მადრიდულ კლუბთან კონტრაქტის ვადა ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება.

მისით დაინტერესებულ კლუბებს შორის "ასტონ ვილაცაა", სადაც ფილიპე კოუტინიო თამაშობს. გუნდს სტივენ ჯერარდი უდგას სათავეში, რომელიც თავის დროზე სუარესთან და კოუტინიოსთან ერთად "ლივერპულში" ასპარეზობდა.

გარდა ამისა, სუარესისადმი ყურადღებას "აიაქსი", MLS-ისა და ბრაზილიის ჩემპიონატის კლუბებიც იჩენენ. აქამდე დაიწერა "ინტერისა" და "სევილიას" მხრიდან არსებულ ინტერესზეც.

მიმდინარე სეზონში სუარესმა ყველა ტურნირზე ერთად "ატლეტიკოს" მაისურით 35 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი პასიც გააკეთა.