ავტორიზაცია

"მთავარი სამიზნე უნდა იყოს", - კარაგერმა მანჩესტერ იუნაიტედს მწვრთნელი ურჩია

"მთავარი სამიზნე უნდა იყოს", - კარაგერმა მანჩესტერ იუნაიტედს მწვრთნელი ურჩია
თარიღი 12 Mar 2022, 13:39

"ლივერპულის" ყოფილი მცველი, ჯეიმი კარაგერი ფიქრობს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" გუნდის მთავარ მწვრთნელად "ჩელსის" დამრიგებელი, ტომას ტუხელი უნდა დანიშნოს.

მოგეხსენებათ, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ლონდონური კლუბის მფლობელს, რომან აბრამოვიჩს სანქციები დაუწესა, რის გამოც "არისტოკრატები" რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.

"ჩელსიში" მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, "იუნაიტედის" გადაწყვეტილება დაელოდოს სეზონის ბოლოს (ახალი მწვრთნელის დანიშვნამდე), იმ არჩევნის წინაშე დააყენა, რომელსაც ვერავინ წარმოიდგენდა".

"მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი - წლის სპეციალისტი ფიფას ვერსიით - მათ სიაში პირველი უნდა იყოს".

"ტუხელს, როგორც "სტემფორდ ბრიჯზე" მომუშავე ყველა დანარჩეს, წარმოდგენა არ აქვს, რა ელის თავის ამჟამინდელ კლუბში. ვერავინ ვერანაირ გარანტიას ვერ მისცემს იმის თაობაზე, თუ როგორი გუნდი ეყოლება მომდევნო სეზონის დაწყების წინ, იმის გათვალისწინებით, რომ კლუბის გაყიდვა დაბლოკილია".

"არცერთი მწვრთნელი არ მოისურვებს ასეთ გაურკვევლობაში მუშაობას. თუ ისეთი დონის გუნდში გადასვლის შანსი გაუჩნდება, როგორიც "იუნაიტედია", უნდა გამოიყენოს".

"იუნაიტედს" მისთვის უსაფრთხოებისა და მხარდაჭერის შეთავაზება შეუძლია, რაც ყველა ტოპ მენეჯერს სჭირდება. დიახ, ეშმაკური ნაბიჯი გამოვა - "ჩელსის" კრიზისით სარგებლობა, - მაგრამ "იუნაიტედისა" და ტუხელის სიტუაციების გათვალისწინებით, რაც უფრო მეტს ფიქრობ ამაზე, უფრო რწმუნდები, რომ შანსები დიდია", - ციტირებს კარაგერის სიტყვებს Sky Sports-ი.