ორი მთავარი მიზეზი, რის გამოც ბაიერნს ლევანდოვსკისთვის ახალი კონტრაქტი ჯერ კიდევ არ შეუთავაზებია
"ბაიერნის" ხელმძღვანელობა ფიქრობს, ღირს თუ არა თავდამსხმელ რობერტ ლევანდოვსკისთვის ახალი კონტრაქტის შეთავაზება.
როგორც გერმანულ მედიაში იწერება, კლუბს პოლონელთამ მოლაპარაკებები ორი მიზეზის გამო ჯერ კიდევ არ დაუწყია. პირველი - ზაფხულში "დორტმუნდის" ლიდერ ერლინგ ჰოლანდის ტრანსფერის გაჩარხვის შესაძლებლობა. ნორვეგიელის ტრანსფერი მიუნხენელებს 70-80 მილიონი ევრო დაუჯდებათ.
მეორე მიზეზი - ლევანდოვსკის ხელფასი. რობერტი "რეკორდმაისტერში" წლიურად 25 მილიონ ევროს გამოიმუშავებს - ყველა დანარჩენ ფეხბურთელზე მეტს. კლუბი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისის გამო ფულის დაზოგვას აპირებს.
მიუხედავად ამისა, "ბაიერნი" მაინც ხელშეკრულების გახანგრძლივებისკენ იხრება. კლუბის პრეზიდენტმა იანვარში განაცხადა, რომ ბედნიერი იქნება, თუ 33 წლის სუპერვარსკვლავი კარიერას მიუნხენში დაასრულებს.
მიმდინარე სეზონში ლევანდოვსკიმ ყველა ტურნირზე ერთად 35 მატჩი ჩაატარა, 42 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი გადაცემაც გააკეთა.