ავტორიზაცია

ეფენბერგი: "თუ ბაიერნისთვის გეგმა A ჰოლანდი იქნება, ლევანდოვსკი კი გეგმა B, რობერტი ამას არასოდეს დაივიწყებს"

ეფენბერგი: "თუ ბაიერნისთვის გეგმა A ჰოლანდი იქნება, ლევანდოვსკი კი გეგმა B, რობერტი ამას არასოდეს დაივიწყებს"
თარიღი 11 Mar 2022, 18:38

"ბაიერნის" ყოფილი ნახევარმცველი, შტეფან ეფენბერგი მიუნხენურ გრანდს გუნდის თავდამსხმელ რობერტ ლევანდოვსკისთან კონტრაქტის გახანგრძლივებას ურჩევს.

პოლონელს "რეკორდმაისტერთან" მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2023 წელს ეწურება და ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა.

"სახიფათო სიტუაციაა. თუ "ბაიერნისთვის" ჰოლანდი გეგმა A იქნება, ლევანდოვსკი კი გეგმა B, რობერტი ამას არასოდეს დაივიწყებს".

"მე მაინც ვვარაუდობ, "ბაიერნსა" და ლევანდოვსკის შორის მოლაპარაკებები უახლოეს პერიოდში დაიწყება. მაგრამ ისიც უნდა გვესმოდეს, რომ თუ რობერტი 2023 წელს კლუბიდან იმის გამო წავა, რომ ეს ყველაფერი ზედმეტად გაჭიანურდა, აღნიშნული სიტუაცია პასუხისმგებელ პირებზე კარგად არ აისახება".

"მეტსაც ვიტყვი. თუ "ბაიერნი" მასთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ეცდება, ეს კლუბის ისტორიაში ყველაზე ცუდი გადაწყვეტილება იქნება. ამას ვერავინ გაიგებს. "ბაიერნმა" საკითხი არაუგვიანეს ზაფხულამდე უნდა გადაწყვიტოს", - ციტირებს ეფენბერგის სიტყვებს T-Online.