ავტორიზაცია

შორტ ლისტში 4 თავდამსხმელია — ვის იყიდის ბარსელონა ჰოლანდის ტრანსფერის ჩაშლის შემთხვევაში?

შორტ ლისტში 4 თავდამსხმელია — ვის იყიდის ბარსელონა ჰოლანდის ტრანსფერის ჩაშლის შემთხვევაში?
თარიღი 12 Mar 2022, 15:45

"ბარსელონა" ფიქრობს, თუ როგორ გააძლიეროს შეტევის ხაზი, თუ "დორტმუნდის" ფორვარდ ერლინგ ჰოლანდის ტრანსფერი ჩაეშლება.

კატალონიური გრანდი უკვე რამდენიმე თვეა 21 წლის სუპერვარსკვლავის ტრანსფერზე მუშაობს.

მიუხედავად ამისა, "ბარსაში" ესმით, რომ გარიგება რთული იქნება, რადგან ნორვეგიელის ხელში ჩაგდება არაერთ ევროპულ გრანდს სურს.

ამიტომაც, "ლურჯ-ბროწეულისფრები" ბაზარს იკვლევენ და ბორუსიელთა ლიდერის ალტერნატიულ ვარიანტებს ეძებენ.

როგორც ცნობილი ესპანური გამოცემა Mundo Deportivo იტყობინება, "ბარსელონაში" რომელუ ლუკაკუს, ტიმო ვერნერის (ორივე - "ჩელსი"), პატრიკ შიკისა ("ლევერკუზენი") და რაფაელ ლეაუს ("მილანი") კანდიდატურებს განიხილავენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ზემოთჩამოთვლილი ფეხბურთელებიდან "ბარსას" ხელმძღვანელობას ყველაზე მეტად ლეაუ მოსწონს.