ავტორიზაცია

ჩელსის ზოგიერთი ფეხბურთელი კლუბთან კონტრაქტის გაწყვეტის ვარიანტს უკვე განიხილავს

ჩელსის ზოგიერთი ფეხბურთელი კლუბთან კონტრაქტის გაწყვეტის ვარიანტს უკვე განიხილავს
თარიღი 12 მარ 2022, 15:54

"ჩელსის" რამდენიმე ფეხბურთელმა კლუბის მფლობელ რომან აბრამოვიჩის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო შესაძლოა კლუბი დატოვოს.

აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი ავრცელებს.

რადგანაც "არისტოკრატთა" რიგებში ფინანსური სიტუაციის გაუარესების აშკარა ალბათობა არსებობს, ზოგიერთი მოთამაშე წასვლის ვარიანტს განიხილავს.

ამ ფეხბურთელთა აგენტები ადვოკატებს უკვე დაუკავშირდნენ, რათა კონტრაქტის გაწყვეტის შესაძლებლობა განეხილათ.

ხელშეკრულების გაწყვეტის შესაძლებლობას ეს მოთამაშეები, რომელთა ვინაობაც არ ხმაურდება, იმ შემთხვევაში განიხილავენ, თუ კლუბი ხელფასების დაგვიანებას დაიწყებს.