L'Equipe-მ გაამხილა, თუ რა პოზიცია უკავიათ მესისა და ნეიმარს პსჟ-დან შესაძლო წასვლის თაობაზე
მომავალთან დაკავშირებით, "პარი სენ ჟერმენის" სუპერვარსკვლავების, ლიონელ მესისა და ნეიმარის პოზიცია ცნობილია.
როგორც ავტორიტეტული გამოცემა L'Equipe იტყობინება, არგენტინელი და ბრაზილიელი პარიზელთა რიგების დატოვებას არ აპირებენ.
აქამდე დაიწერა იმის შესახებ, რომ "პსჟ"-ს ზაფხულში ნეიმარის გაყიდვა უნდა და მის სანაცვლოდ დაახლოებთ 100 მილიონ ევროს მოითხოვს.
შეგახსენებთ, პარიზელები ამ კვირაში ჩემპიონთა ლიგას 1/8 ფინალური ეტაპიდან გამოეთიშნენ, გუნდი მადრიდის "რეალთან" ორი მატჩის ჯამში ანგარიშით 2:3 დამარცხდა.
30 წლის ნეიმარი ფრანგული კლუბის ღირსებას 2017 წლიდან იცავს, ხოლო 34 წლის მესი "პარი სენ ჟერმენში" გასულ ზაფხულს გადაბარგდა.