ავტორიზაცია

"მეტის გაკეთება არ შეგვიძლია", - კლოპი ახალი კონტრაქტის თაობაზე სალაჰის უკმაყოფილებას გამოეხმაურა

"მეტის გაკეთება არ შეგვიძლია", - კლოპი ახალი კონტრაქტის თაობაზე სალაჰის უკმაყოფილებას გამოეხმაურა
თარიღი 12 მარ 2022, 16:09

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა ახალი კონტრაქტის თაობაზე თავდამსხმელ მოჰამედ სალაჰთან მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ ისაუბრა.

"მო ნამდვილად მოელის, რომ ეს კლუბი ამბიციური იქნება. ბოლო წლებში ასეთები ვიყავით და ასეთებად ვრჩებით კიდეც", - ციტირებს გერმანელი სპეციალისტის სიტყვებს Goal.com-ი.

"მეტის გაკეთება არ შეგვიძლია, ასეთი სიტუაციაა. მაგრამ ამაზე არ ვფიქრობ. დიდწილად, ეს მოს გადასაწყვეტია. კლუბმა ის გააკეთა, რაც შეუძლია. სულ ეს არის".

"ყვეალფერი ზუსტად ისეა, როგორც ამ მომენტში უნდა იყოს. ყველაფერი მზადაა. მეტი არაფერი მომხდარა: არც ხელმოწერა, არც უარი, არც არაფერი. უბრალოდ უნდა მოვიცადოთ. ყველაფერი რიგზეა. სიჩქარე საჭირო არ არის", - დასძინა კლოპმა.

სალაჰს მერსისაიდელებთან მოქმედი კონტრაქტის ვადა 2023 წლის ზაფხულში ეწურება. როგორც გუშინ დაიწერა, იგი ახალი კონტრაქტის თაობაზე კლუბის მიერ შეთავაზებული პირობებით უკმაყოფილოა.

შეგახსენებთ, 29 წლის ეგვიპტელი სუპერვარსკვლავი "ლივერპულში" 2017 წლიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში მან ყველა ტურნირზე ერთად 34 მატჩი ჩაატარა, 27 გოლი გაიტანა და 10 შედეგიანი პასი გააკეთა.