ავტორიზაცია

რანგნიკი: "თუ რეშფორდი სხვა კლუბში გადასვლაზე ფიქრობს, მაშინ შეუძლია ეს გააკეთოს, მაგრამ ზაფხულში"

რანგნიკი: "თუ რეშფორდი სხვა კლუბში გადასვლაზე ფიქრობს, მაშინ შეუძლია ეს გააკეთოს, მაგრამ ზაფხულში"
თარიღი 12 მარ 2022, 16:29

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, რალფ რანგნიკმა გუნდის თავდამსხმელის, მარკუს რეშფორდის მომავალზე განცხადება გააკეთა.

"გუშინ და გუშინწინ ველაპარაკე, მაგრამ ამის შესახებ არაფერი ვიცი (გავრცელებული ინფორმაციით, რეშფორდი კლუბში თავისი მდგომარეობით უკმაყოფილოა)", - ციტირებს გერმანელი სპეციალისტის სიტყვებს Sky Sports-ი.

"უკვე 25 წელია პროფესიონალურ ფეხბურთში ვარ და გადავწყვიტე განსაკუთრებული ყურადღება არ გავამახვილო იმაზე, რაც მედიაში ხდება. რეშფორდს ჩემთვის არაფერი უთქვამს. განაცხადა, რომ კლუბში ჯერ კიდევ ბედნიერია და "ემიუში" უმაღლეს დონეზე ასპარეზობა სურს. არ ვიცი, უკმაყოფილოა თუ არა რაიმეთი, ამაზე ჩემთვის არაფერი უთქვამს".

"არა მგონია, სათამაშო დრო აკლდეს. იმ 13-14 მატჩში, რაც მე აქ ვარ, ძირითადიდან უფრო ხშირად იწყებს, ვიდრე თადარიგიდან. ამიტომაც, ამას პრობლემად არ ვთვლი. გუშინ არაფერი უთქვამს".

"მაგრამ ახლა სატრანსფერო ბაზარი დახურულია. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვივარაუდებთ, რომ ის და მისი აგენტები ან ოჯახი რაღაც მომენტში სხვა კლუბში გადასვლაზე დაფიქრდებიან, მაშინ შეუძლია ეს გააკეთოს, მაგრამ ზაფხულში".

"ამჟამად სატრანსფერო ფანჯარა დახურულია და ეს ყველაფერი "ტოტენჰემისა" და "ატლეტიკოს" წინააღმდეგ გასამართ მატჩებთან არანაირ კავშირში არ არის", - დასძინა რანგნიკმა.

მიმდინარე სეზონში 24 წლის ინგლისელმა თავდამსხმელმა "ეშმაკუნების" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 24 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა.