"კვარაცხელიას მისი ბიუჯეტური ვერსია ჩაანაცვლებს", - რუსული პრესა ხვიჩას წასვლაზე ალაპარაკდა
Tatar-inform.ru ყაზანის "რუბინის" გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას გუნდიდან მოსალოდნელ წასვლას შეეხო. შეგახსენებთ, რომ რუსული კლუბების დატოვება ნებისმიერ ლეგიონერს შეუძლია.
"გასაკვირია, თუმცა თუ კვარაცხელია დრაიერის წასვლის შემდეგ დატოვებს რუბინს, ამით გუნდის თავდასხმა ხარისხს არ დაკარგავს. ყაზანელებს ალტერნატივა უკვე აქვთ.
ხვიჩას ჩანაცვლება მის ბიუჯეტურ ვერსიას, ბაკაევს შეუძლია, რომელმაც მიმდინარე სეზონში ქართველ გარემარბზე მეტი გოლი გაიტანა", - წერს რუსული გამოცემა.
ჯერჯერობით უცნობია, თუ სად გადავა საქართველოს ეროვნული ნაკრების ვინგერი. როგორც გვახსოვს, 21-წლის ფლანგელის სახელს პრემიერ ლიგის კლუბებს უკავშირებდნენ.