"კვარაცხელია ბოლო ათწლეულის ყველაზე ნიჭიერი ქართველი მოთამაშეა, თუმცა ის დაიკარგა", - უკრაინელი სელექციონერი
მოსკოვის "ლოკომოტივის" ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, იური ბელოუსმა ყაზანის "რუბინის" ახალგაზრდა გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:
"რუბინის მიერ თურქულ შეკრებაზე ცსკა-ს წინააღმდეგ გამართული შეხვედრა ვნახე და სამწუხაროა, რომ ბოლო ათწლეულის ყველაზე ნიჭიერი ქართველი გარემარბი, კვარაცხელია საერთოდ დაიკარგა.
ბოლო პერიოდში ის ძალიან პრიმიტიულად თამაშობს. ხვიჩა ფლანგიდან მარჯვნივ შედის და მოწინააღმდეგის კარის მიმართულებით ურტყამს. მას ყველა მეურვეობს და იციან, თუ როგორ ითამაშონ.
საქართველოს ნაკრების ვინგერის გარდა, გუნდმა დესპოტოვიჩიც დაკარგა და ვფიქრობ, ეს სერიოზული პრობლემაა", - განაცხადა უკრაინელმა ფუნქციონერმა "თათრების" ფლანგელის შესახებ.
შეგახსენებთ, რომ დღეს, "წითელ-მწვანეები" სტუმრად ეთამაშებიან სანქტ-პეტერბურგის "ზენიტს", 22-წლის შემტევი თავისი გუნდის სასტარტო შემადგენლობაში იქნება.