ავტორიზაცია

ფელიქსის ატლეტიკოდან წასვლის ალბათობა საკმაოდ მაღალია - ესპანური პრესა

ფელიქსის ატლეტიკოდან წასვლის ალბათობა საკმაოდ მაღალია - ესპანური პრესა
თარიღი 12 მარ 2022, 20:18

ჟოაო ფელიქსის მომავალი მადრიდის "ატლეტიკოში" კითხვის ნიშნს ქვეშ დგას. მადრიდული კლუბი მომავალ ზაფხულს ახალგაზრდა გარემარბის გაშვებას არ აპირებს.

ფეხბურთელის აგენტი,  ჟორჟე მენდეში კი თავის მხრივ ტრანსფერს დაჟინებით ითხოვს. ახალგაზრდა ვინგერის მიმართ საკმაოდ აქტიურ ინტერესს "ბარსელონა" იჩენს.

ამჟამად "ატლეტიკოს" არ აქვს პორტუგალიელის გაყიდვის არც საჭიროება და არც სურვილი. მიუხედავად ამისა, კლუბის წარუმატებლობამ ჩემპიონთა ლიგაზე შეიძლება გავლენა მოახდინოს სიტუაციაზე.

ლა ლიგის 28-ე ტურისთვის დიეგო სიმეონეს გუნდი სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზე იმყოფება და მეხუთე ადგილზე მყოფ "ბეტისს" ორი ქულით უსწრებს.