ავტორიზაცია

ჟოაო ფელიქსს სერიოზული მსურველი ჰყავს და შესაძლოა, ზაფხულში ატლეტიკოდან წავიდეს

ჟოაო ფელიქსს სერიოზული მსურველი ჰყავს და შესაძლოა, ზაფხულში ატლეტიკოდან წავიდეს
თარიღი 13 მარ 2022, 11:19

მადრიდის "ატლეტიკოს" თავდამსხმელის, ჟოაო ფელიქსის მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, იტყობინება გავლენიანი გამოცემა Goal.com-ი.

"როხიბლანკო" 22 წლის პორტუგალიელის ზაფხულში გაშვებას არ აპირებს, მაგრამ ფეხბურთელის აგენტი, ჟორჟე მენდეში ტრანსფერისკენ ისწრაფვის. ინტერესს "ბარსელონა" იჩენს.

ამჟამად "ატლეტიკოს" ფელიქსის გაყიდვის არც საჭიროება და არც სურვილი გააჩნია. მიუხედავად ამისა, სიტუაციაზე გავლენა შესაძლოა ჩემპიონთა ლიგაზე ვერმოხვედრამ მოახდინოს.

ლა ლიგის 28-ე ტურისთვის დიეგო სიმეონეს გუნდი სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილს იკავებს და უახლოეს მდევარს ორი ქულით უსწრებს.

აღსანიშნავია, რომ ფელიქსმა ყველა ტურნირზე ერთად ჩატარებულ ბოლო ხუთ შეხვედრაში ხუთი გოლი გაიტანა.