ავტორიზაცია

დი მარიას პსჟ-დან წასვლა პრაქტიკულად გადაწყვეტილია, ინტერესს სერია ა-სა და ლა ლიგის კლუბები იჩენენ

დი მარიას პსჟ-დან წასვლა პრაქტიკულად გადაწყვეტილია, ინტერესს სერია ა-სა და ლა ლიგის კლუბები იჩენენ
თარიღი 13 მარ 2022, 12:33

დიდი ალბათობით, "პარი სენ ჟერმენის" გარემარბი, ანხელ დი მარია ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე კლუბს დატოვებს.

როგორც გავლენიანი გამოცემა L’Équipe იტყობინება, არგენტინელს პარიზელებთან კონტრაქტის გახანგრძლივების იმედი პრაქტიკულად აღარ აქვს.

გავრცელებული ინფორმაციით, 34 წლის სამხრეთამერიკელისადმი ინტერესს სერია ა-სა და ლა ლიგის კლუბები იჩენენ.

დი მარიას "პსჟ"-სთან მოქმედი ხელშეკრულების ვადა სეზონის ბოლოს ეწურება. ფრანგული კლუბის ღირსებას იგი 2015 წლიდან იცავს.

მიმდინარე სეზონში გამოცდილმა შემტევმა ყველა ტურნირზე ერთად 25 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი პასი გააკეთა.