ავტორიზაცია

დე ლიგტი: "ძველი სკოლის მცველი ვარ: მიყვარს ართმევები, ორთაბრძოლები და ერთი-ერთზე თამაში"

დე ლიგტი: "ძველი სკოლის მცველი ვარ: მიყვარს ართმევები, ორთაბრძოლები და ერთი-ერთზე თამაში"
თარიღი 13 მარ 2022, 12:44

ტურინის "იუვენტუსის" ცენტრალურმა მცველმა, მატეის დე ლიგტმა თავისი სათამაშო სტილის შესახებ ისაუბრა.

"შავი საქმე ძალიან მნიშვნელოვანია. ხალხი მას ბინძურს უწოდებს, მაგრამ ჩემთვის შესანიშნავია. მიყვარს ბურთის ართმევა, ორთაბრძოლის მოგება. ამ მხრივ ძველი სკოლის მცველი ვარ".

"ახლა ბევრი ისეთი მცველია, რომელიც უბრალოდ პოზიციას იკავებს და ზონებს ხურავს. მაგრამ მე ერთი-ერთზე თამაშიც მიყვარს, მეტოქესთან ბრძოლა".

"აიაქსში" ძალიან ზემოთ აწეული დაცვის ხაზით თამაშს მივეჩვიე. ზოგჯერ ზედმეტიც იყო, ალბათ. საკმაოდ სარისკოა. ამჟამად "იუვენტუსში" მთავარი ბალანსის პოვნაა", - ციტირებს 22 წლის ჰოლანდიელის სიტყვებს The Guardian-ი.

შეგახსენებთ, დე ლიგტი "ბებერ ქალბატონს" 2019 წლის ზაფხულში შეუერთდა, მიმდინარე სეზონში მან ყველა ტურნირზე ერთად 32 მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა.