ავტორიზაცია

პსჟ-ში მესის მომავალი პრაქტიკულად გადაწყვეტილია — L'Equipe

პსჟ-ში მესის მომავალი პრაქტიკულად გადაწყვეტილია — L'Equipe
თარიღი 13 Mar 2022, 13:45

"პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელი, ლიონელ მესი პარიზულ კლუბში თავისი მდგომარეობით კმაყოფილია, წერს L'Equipe.

როგორც ავტორიტეტული გამოცემა იტყობინება, არგენტინელმა საფრანგეთის დედაქალაქში ადაპტაცია გაიარა.

34 წლის სუპერვარსკვლავი დეკემბერში გასამართი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზეა კონცენტრირებული და "პსჟ" მას ამ ტურნირისთვის მომზადების ყველანაირ შესაძლებლობას აძლევს.

აქამდე არსებული ცნობით, ფრანგული კლუბიდან წასვლა არც ნეიმარს უნდა და არც მესის. ვითარებაზე გავლენას ისიც ახდენს, რომ ვერცერთი გუნდი ვერ შესთავაზებს მათ იმხელა ხელფასს, რამდენსაც პარიზელები უხდიან.

მესის "პსჟ"-სთან მოქმედი კონტრაქტის ვადა 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, თანამშრომლობის კიდევ ერთი სეზონით გაგრძელების შესაძლებლობით.