ლეგენდარული არიგო საკი დონარუმას პსჟ-ში გადასვლაზე: "შეცდომა დაუშვა, ფული აირჩია"
ლეგენდარულმა არიგო საგიმ ჯანლუიჯი დონარუმას "პარი სენ ჟერმენში" გადასვლაზე განცხადება გააკეთა.
"შეცდომა დაუშვა, ფული აირჩია. ამის შესახებ მის მშობლებს გასულ ზაფხულს მილანში ველაპარაკე", - ციტირებს "მილანის" ყოფილი მთავარი მწვრთნელის სიტყვებს Corriere della Sera.
"მილანში" უნდა დარჩენილიყო, არა მხოლოდ მადლიერების გამო, არამედ იმის გამოც, რომ განვითარებისთვის იდეალური ადგილია. არასოდეს დატოვო ადგილი, სადაც თავს კარგად გრძნობ".
"მაგრამ დიდ ჩემპიონად რჩება. მას ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან ვიცნობ, როცა ახალგაზრდულ გუნდში ასპარეზობდა", - დასძინა საკიმ.
მოგეხსენებათ, 23 წლის იტალიელი კიპერი "მილანიდან" გასულ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით წავიდა.